რეზონანსი
16.07.2026

 ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სულიერი კერაა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც ის აღნიშნავს, საუკუნეების განმავლობაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია რწმენის, განათლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

,,პარლამენტის წევრებთან ერთად ვესტუმრეთ ეპარქიას, სადაც მეუფე გერასიმეს მასპინძლობით ტაძრები, მონასტრები და ეპარქიის ისტორიული სიწმინდეები მოვილოცეთ, ცაიში, კორცხელი, სქურის მამათა მონასტერი, წალენჯიხის დიდებული ტაძარი, საუკუნეების ისტორიის მქონე სავანე. ყოველი მათგანი ქრისტიანული რწმენის უწყვეტობისა და ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის ცოცხალი სიმბოლოა.

სწორედ ასეთი სიწმინდეები გვახსენებს იმ ღრმა ფესვებს, რომლებზეც დგას ქართული ქრისტიანული ტრადიცია და რომელსაც წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ ამ მხარეში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ, ხოლო ცაიში საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა. საუკუნეების განმავლობაში ეს ეპარქია რწმენის, განათლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

მადლობას ვუხდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს გულთბილი მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია.

ღვთისმშობლის წყალობა ფარავდეს საქართველოს,", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×