რეზონანსი
17.07.2026

ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა საქართველოში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.

„კელი დეგნანმა უწოდა კანონის მიღებას დემოკრატიის შავი დღე. დედას ხომ არ შეიგინებოდა? ხალხი პირდაპირი გაგებით ლამის ცემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუშტების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე, ომის მოთხოვნით. დავყოლოდით რაღაც ნებას, ჩავსულიყავით, გვეომა და მერე ვიძახებდით, რომ ტრილიონებს მოგვცემენ? მოგვცემდნენ რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები - ეს გვექნებოდა. ნიკა გვარამიასავით მერე ვილაპარაკებდით, ტრილიონებს მოგვცემენო. რა კარგია, რომ ხალხი დაგვეხოცა, მაგრამ ტრილიონებს მოგვცემდნენ. რამდენიმე მილიარდს, ისიც სესხად მოგვცემდნენ და სისხლად. დემოკრატიის შავი დღე - ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს, ან რომელიმე ელჩს? ვინ ეკითხება რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ? დიახ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ტერორი საქართველოზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×