
საწვავის კრიზისის ფონზე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობის "მოწონების" დონე ზედიზედ მეოთხე კვირაა მცირდება.
აზრის გამოკითხვის ცენტრის, სახელმწიფო ВЦИОМ-ის თანახმად, 12 ივლისის მდგომარეობით რეიტინგი 65,1%-მდე ჩამოვიდა. ეს მინიმუმია მთელი სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში. ბოლო კვირაში პუტინმა 0,9 პუნქტი მოწონება დაკარგა, ხოლო ბოლო ოთხ კვირაში — 5,3 პუნქტი.
რეიტინგის შემცირების ტემპმა გადააჭარბა 2022-ის შემოდგომის ვარდნას, როცა კრემლმა მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე 2024-ის აგვისტოს ვარდნას, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები კურუსკის ოლქში შევიდნენ: პირველ შემთხვევაში შემცირებაოთხ კვირაში 3,3 პუნქტს შეადგენდა, მეორე შემთხვევაში — 5,1 პუნქტს.
პუტინის საქმიანობას უარყოფიღთად გამოკითხულთა 23,4% აფასებს, რაც ფაქტობრივად გაუროლდა მთავრობის მუშაობით არმოწონწბის დონეს - 24,4%-ს.
