რეზონანსი
17.07.2026

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას.

„საქართველოში ამ დღეს ვიხსენებთ იმ დიდ უბედურებას, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა. როდესაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა ქვეყანაში მიემგზავრები და რაღაც შაპიტოში იღებ მონაწილეობას, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რა კატეგორიის ადამიანები არსებობს და რა ემოციური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი სამშობლოს მიმართ - რა პატრიოტები და ქვეყნის მოყვარეები არიან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×