
ევროკავშირი მზადაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს. ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას X-ზე ავრცელებს.
კერძოდ, ლიეტუვის საგარეო უწყების ცნობით, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან სირიის სახალხო ასამბლეასთან ასადის მმართველობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებაზე იმუშაონ, "რომელთა მეშვეობითაც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის აღიარება მოხდა".
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის სახალხო ასამბლეასთან საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დასაცავად, ასადის მმართველობის პერიოდში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომელთა მეშვეობითაც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის აღიარება მოხდა," - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
EU-მ სირიის სახალხო ასამბლეის პირველი სხდომა ქვეყნის პოლიტიკური გარდაქმნის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.