რეზონანსი
18.07.2026

13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი არ იჯდა. 

„კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომელსაც ბიძა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, ელიზბარაშვილი მანქანის საჭესთან არ იჯდა, თვითონ იბრალებს.

დედა იმიტომ გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში...“, -  ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი 13 ივლისს დაეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის დღესვე დააკავეს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×