რეზონანსი
18.07.2026

ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშების მეშვიდე, ყველაზე მძლავრი ტალღა წამოიწყო და თეირანის პორტებს სრული ბლოკადა გამოუცხადა.

სპეცოპერაციის ფარგლებში ოთხი კომერციული ხომალდი უკვე გადამისამართებულია, ერთი მწყობრიდან გამოვიდა, ერთზე კი სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს.

პარალელურად, ამერიკულმა ავიაციამ სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში შვიდი ხიდი ააფეთქა, რითაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოპერაციების ცენტრი ფაქტობრივად პარალიზებული დატოვა.

ირანის რეჟიმმა საპასუხო დარტყმები იორდანიაში, ერაყსა და კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე მიიტანა. გავლენიანი გამოცემა Axios-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანზე  უპრეცედენტო სამხედრო თავდასხმის გეგმას განიხილავს.

ვაშინგტონს ისრაელში, უკვე გადასროლილი ჰყავს 30-მდე სპეციალური სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც გამანადგურებლებს ჰაერში საწვავით გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×