რეზონანსი
18.07.2026

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპის წერილს ეხმაურება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე გამოგზავნა.​ გზავნილი ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს,

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, საქართველოს მთავარი ამოცანაც სწორედ სუვერენიტეტის დაცვაა, რაც ტრამპის წერილის მთავარი გზავნილია.

მისივე თმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ყველანაირ ნაბიჯზე წავიდეს თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება:

"ტრამპმა უბრალოდ მადლობა კი არ გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არამედ ის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და უსაფრთხოებაზე საუბრობს და ამაში სთავაზობს თანამშრომლობას. ასევე იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში წავალთ ამ თანამშრომლობაში. ჩვენი მთავარი ამოცანაც ხომ ეს არის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, რომ ჩვენს საშინაო საქმეებში უკანონოდ ვერავინ ჩაერიოს. თუ ამის განმტკიცებაში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა საქართველოს პრემიერს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყველანაირ ნაბიჯზე წავალთ, რაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×