რეზონანსი
18.07.2026

დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვიმყოფებოდით როტერდამის ნავსადგურში, სადაც გავეცანით როგორც აღნიშნული პორტის ოპერირებას, ასევე მულტიმოდალურ ტერმინალს, სადაც ბევრი ტიპის ტვირთების გადმოტვირთვა და ჩატვირთვა ხდება. გავეცანით, თუ როგორ ოპერირებს აღნიშნული ტერმინალები, როგორია მათი ეფექტიანობა, რა სისტემებია დანერგილი. დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე. გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ბაზრის და ქვეყნების სავაჭრო ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია როგორც სარკინიგზო, ასევე სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის ისეთი შერწყმა, რომელიც იქნება ოპერირებისთვის ეფექტიანი და სწრაფი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×