რეზონანსი
18.07.2026

თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის საელჩოს „ქარდს".

მისივე თქმით, მართლაც გასაკვირია, რატომ ცდილობს ევროკავშირის საელჩო საქართველოში, რომ აღნიშნული იმ სახით შესთავაზოს საზოგადოებას, თითქოს ევროკავშირის ფონდებიდან შემოსული თანხები მთლიანად სახელმწიფოსა და ქვეყნის განვითარებას ხმარდებოდა.

„კონკრეტული თანხები შესაძლოა, პოზიტიურად იხარჯებოდა, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიტიური პოზიცია გაგვაჩნია, მაგრამ იმ შემოდინებებიდან, რომელიც საქართველოში იყო ევროკავშირის ფონდებიდან, უდიდესი ნაწილი იყო მიზანმიმართულად გათვალისწინებული რადიკალიზმის გასაღვივებლად. ამ მოცემულობაში მართლაც გასაკვირია, კიდევ რატომ იღებს თავის თავზე ევროკავშირი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იმ ფორმით შესთავაზოს ჩვენს საზოგადოებას ეს მოვლენა, თითქოს მთელი ეს თანხა, მართლაც სახელმწიფოს, სამინისტროებისა და ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან საქმეში ისხმებოდა. თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ დონაციებზე, ევროკავშირის საელჩომ „ფეისბუკში" 2024 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული ქარდი გააზიარა.

მმართველ გუნდს უკვირს, როცა ყველაფერი ნათელია, რატომ ცდილობს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს ყველა თანხა სახელმწიფო უწყებებს ხმარდებოდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×