რეზონანსი
18.07.2026

შეერთებული შტატების საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დავით ხორგუაშვილი დააკავა.

საქმე ეხება ამერიკის საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევას, არსებული ინფორმაციით ხორგუაშვილი ხელს უწყობდა შეერთებულ შტატებში არალეგალების შეყვანას.

რაც შეეხება დავით ხორგუაშვილის შესახებ ინფორმაციას. ის ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩართული ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ოპოზიციურ და პოლიტიკურ აქტივობებში, ჩართვის პროცესში. ორგანიზებას და კოორდინაციას უწევდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო, საინფორმაციო და სხვა ანტისახელისუფლებო კამპანიებს.

არსებული ინფორმაციით, უზრუნველყოფდა ცალკეული აქტივობების ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. ქრონიკის ინფორმაციით, დავით ხორგუაშვილი კოორდინაციას უწევდა ამერიკაში მყოფი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისა და საქართველოში მოქმედი ოპოზიციური ჯგუფების კომუნიკაციასაც და კოორდინირებულ მოქმედებას.

წყარო: imedinews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×