
გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. ბოლო, 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 30 დოლარით გაიზარდა და 4 018 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ოქროს ფასი 0.75%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 5.6%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო წლიურად 19%-იანი მატება ფიქსირდება.
მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი მცირედით, 0.04 დოლარით (დღის ჭრილში +0.07%) გაიზარდა და 1 უნცია 55.9 დოლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 15.6%-ით გაიაფდა, ხოლო წლიურად 46%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
1 გრამი 999 სინჯის ოქროს საშუალო ფასი საქართველოში ერთი დღის ჭრილში უცვლელი - 348 ლარი დარჩა.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯი ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. კერძოდ გუშინ ფასი 4.9 ლარის ფარგლებში იყო, დღეს კი საშუალოდ 4.8 ლარი ღირს.