რეზონანსი
18.07.2026

პოლიტიკური ტერორიზმი არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ბატონ რუბიოს, ჩვენს ქვეყანაში რა ხდება ამ მიმართულებით. 60-მდე ქვეყანა ესწრებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი მიიწვიეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილმა და მარკო რუბიომ სწორი აქცენტები დასვეს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში არჩევნების შემდეგ ვითარდებოდა.

„რაზეც ბოლო რეზოლუციაში ჰააგაში საუბრობდნენ ლეგიტიმაციის ხარისხთან დაკავშირებით, ამაზე მეტი ლეგიტიმაცია რა შეიძლება იყოს, როდესაც ბატონი ტრამპი წერილს უგზავნის ლეგიტიმურად არჩეულ პრემიერს და მთავრობას და ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი დგას 60 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ბატონი მარკო რუბიოს გვერდით“, - აღნიშნა გიორგი ქაჯაიამ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×