რეზონანსი
18.07.2026

გინება და შეურაცხმყოფელი კომენტარები ნოდარ დუმბაძის მისამართით - კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციის აქტივისტებმა ცნობილი ქართველი მწერლის მისამართით სიძულვილის ენა გამოიყენეს.

ფაქტს სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მომხმარებლები მომხდარს გმობენ და წერენ, რომ ეს განსაკუთრებით მიუღებელია მაშინ, როდესაც, პოდკასტი ცოდნის ფონდის პარტნიორს და დირექტორს, ასევე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელს, ანასტასია ბენდუქიძეს ეკუთვნის, უნივერსიტეტს კი პრეტენზია აქვს, რომ სფეროში წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა.

აღნიშნულს მმართველ გუნდშიც მოჰყვა გამოხმაურება. როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ეს არის ყოვლად ამაზრზენი დამოკიდებულება და სწორედ ეს არის ულტრამემარცხენე ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც იწყება და მთავრდება შეურაცხყოფებით:

"ეს არის ყოვლად ამაზრზენი დამოკიდებულება და სწორედ ეს არის ულტრამემარცხენე ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც იწყება და მთავრდება შეურაცხყოფებით, ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, ფაშიზმით. ამ ყველაფერს, ბატონმა რუბიომ სულ ახლახან პოლიტიკური ტერორიზმი უწოდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარე დაფინანსებით იმგვარადა ტრენინგებიდან და იმგვარად აქვთ ტვინი გამორეცხილი, რომ ფიქრობ, თუ მეტ შეურაცხყოფას მიაყენებ საკუთარ ქვეყანას და შეურაცხყოფას მიაყენებენ ქვეყნის გმირებს, თანამედროვეები იქნებიან - რაც აბსოლუტური მარაზმია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×