რეზონანსი
19.07.2026

უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შულიოკი თანამდებობის დატოვებას დათანხმდა - მან ხელი მოაწერა ქვეყნის კონსტიტუციაში შესულ ცვლილებას, რომელიც მის პრეზიდენტობას კვირას, შუაღამისას დაასრულებს.

პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიამ, „ტისამ“ შულიოკის გადასაყენებლად კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიტანა. შულიოკი ფართოდ აღიქმებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ლოიალურ კადრად, რომელმაც ძალაუფლება აპრილში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დაკარგა.

შულიოკს ცვლილებაზე ხელის მოსაწერად 5 დღე ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ხანგრძლივი კონსტიტუციური კრიზისი და იმპიჩმენტის პროცედურა ელოდა.

შაბათს საღამოს, ვადის ამოწურვისას, მან დაადასტურა, რომ დათანხმდებოდა საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში მადიარის მთავრობა კანონის უზენაესობის დარღვევაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ეს ცვლილება არის „გარდამტეხი მომენტი უნგრეთის კონსტიტუციურ დემოკრატიაში“, და აღნიშნა, რომ „თავისუფალი საზოგადოების ძირითადი ღირებულებები... პოლიტიკური ძალაუფლების გამო ფეხქვეშ გაითელა“.

საკანონმდებლო ცვლილებას ვიქტორ ორბანიც გამოეხმაურა. მან ეს ტირანიის აქტად შეაფასა და მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×