რეზონანსი
19.07.2026

გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში რუსულად მოსაუბრე ქალებმა ქორწილის სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, იმ მიზეზით, რომ ხმაური აწუხებდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით მათ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანს როგორ ურტყამს კაცი ერთ-ერთ ქალს და ყველაფერი იმას დააბრალეს, რომ რუსულად მოსაუბრეები იყვნენ და ამის გამო ქართველი ფიზიკურად გაუსწორდათ. 

,,კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო ავარდა ერთი ბიჭი, სავარაუდოდ მთვრალი, დაარტყა რუს ქალს ეს ქალები ამბობენ ახლა რუსულად ლაპარაკის გამო იძალადაო და ვიდეოს კომენტარებში რუსები თაგავენ კახა კალაძეს გვიშველეო არ ვამართლებ იმ ბიჭს, არ შეიძლება ქალის ცემა, რაც არ უნდა დააშავოს. უბრალოდ კახა მაინტერესებს რას იზამს", - წერს ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.

„ეს ბიჭი ჩემი დეიდაშვილის შვილია... რომელსაც გუშინ ძმის ქორწილი ჰქონდა. ულამაზესი სუფრით და უცებ, ქართული სიმღერა არ მოეწონათ სტუმარ ქალბატონებს, გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს... ხალხი დაიშალა, ისინი ისევ აგრძელებდნენ პროვოკაციას.... ხედავდნენ იქ იყო უამრავი ნასვამი ახალგაზრდა და თამაშობდნენ ნერვებზე - პაპუასი... გრუზინი სვინია... და როდესაც ქართულს ცეკვავდნენ ნეფე-პატარძალი, დააფურთხეს ზემოდან. აპარატურას... ათასჯერ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, რომ მოეგვარებინა... სამწუხაროდ, უუნარონი აღმოჩნდნენ და როდის და როგორ არც ვიცით, მაგრამ ნეფის ძმა ავიდა, რომ დალაპარაკებოდა და ის ქალბატონი ყელში სწვდა... ნასვამი ბიჭი იყო, არ ვამართლებ... მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ამის შემდეგ... სამწუხაროდ“ - წერს ქორწილის სტუმარი სოციალურ ქსელში.

წყარო: მთავარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×