რეზონანსი
19.07.2026

ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს, ქართულ სულიერებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხყოფას.

„ესენი იმ ადამიანების მემკვიდრეები არიან, ვინც თავის დროზე წმინდანებს დასცინოდნენ და აქილიკებდნენ. საუბარი მაქვს ნაცხროვის წარმომადგენლებზე, იმ ადამიანებზე, ვინც სტუდიაში ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორი ახალგაზრდების ფორმირება უნდოდათ და სად მიაქანებდნენ ქვეყანას, ამათი დიალოგიდანაც ნათლად ჩანს. არ მიკვირს მათ შორის მყოფი ადამიანისგან, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის მფლობელია - როგორი მტაცებლობით შეიქმნა ეს უნივერსიტეტი თავის დროზე, რისი ნათელი მაგალითიცაა გორის უნივერსიტეტი, როდესაც სტაცებდნენ ორ კორპუსს", - აცხადებს სოსიაშვილი.

ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ბენდუქიძე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×