რეზონანსი
19.07.2026

"აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართულ ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა.”- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ სამიზნე ბერა ივანიშვილი მხოლოდ იმ მიზნით გახდა, რომ საზოგადოებაში მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად შეიქმნას.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ქეისი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას.

"აღნიშნულ ქორწილს ბევრი სტუმარი ესწრებოდა და გავრცელებული ინფორმაციის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას.

ივანიშვილის ოჯახის წევრები არცთუიშვიათად ჩნდებიან ხალხმრავალ სივრცეებში და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები არიან, მათი უსაფრთხოების გამოც კი სხვა ადამიანებს სადმე მისვლისა და შესვლის სირთულე არასოდეს შექმნიათ.

ამ ფონზე, ,,აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის განხილვისას, დაზარალებულს შესაძლოა მისცეს უფლება მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ეს ქეისი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას და გამოავლენს იმ მფაქტს, რომ რეგიონული მედიასაშუალება კანონმდებლობით დადგენილ წესებს სათანადოდ არ იცავს” - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×