რეზონანსი
19.07.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების" რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ, ბერა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე პოსტი გამოაქვეყნა.

დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მისამართით შავი კამპანიის საშუალება არავის მიეცემა.

„ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ! რომ იცოდეთ, ამ სიბინძურით ივანიშვილების ოჯახს ვერაფერს დააკლებთ, ხალხის მოტყუების უფლებას არ მოგცემთ!", - წერს სამხარაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×