რეზონანსი
19.07.2026

მომღერალი ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტს, სადაც მწერლის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს.

ბექა ჩხაიძე ნოდარ დუმბაძის მისამართით გაჟღერებულ შეურაცხყოფას გმობს და ვიდეოში აკრიტიკებს ვიდეოში მონაწილე პირებსა თუ აუდიტორიას, ვინც მწერლის მიმართ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა, ან ამ ფაქტს ოვაციით შეხვდა.

მისივე თქმით, ამ ქმედებით ავტორებმა შეურაცხყოფა მიაყენეს პირველ რიგში, თითოეულ გურულს და მათ „სამარცხვინო, სულით პატარა ხალხს“ უწოდებს.

„ახლა ჩამიგდეს ნოდარ დუმბაძეს როგორ აგინებს ეს ფარჩაკი ნოლი ვიღაცა. და ის იმათ, ტაშს რომ უკრავენ. ეს პატარა ხალხი, ესენი... ესენი სულით და გონებით პატარა ხალხი. თავისუფალი კი არა, თქვენ ხართ თავისუფლების მონები! აი, ევროპის წაკუზული მონები ხართ თქვენ, მაგას თუ თქვენ თავისუფლებას ეძახით, რასაც აკეთებთ. თქვენ ამაზრზენო ფარჩაკებო! აი, ყველაფრით წინ ვართ თქვენთან, ყველანაირ შემხებლობაში წინ ვართ თქვენთან. და, აი არ მინდა... იმიტომ არ გაგინებთ, რომ რაღაცა აი, მინუსში დავრჩე, არ მინდა რა. აი, შენ ფარჩაკო, შენ, ვინც მაგას კადრულობ. ყოველთვის იმას ვიძახი, რომ მთელ გურულებს ერთი ბაბუა გვყავს-თქო ნოდარ დუმბაძის სახით-თქო და გვაერთიანებს ეს კაცი-თქო რა. და ეს პატარა კაცი, ეს ცხოვრებით პატარა კაცი, ვითომ რომ აი რაღაცა, აი ვითომ რას შვები შენ ფარჩაკო?!

ნოდარ დუმბაძის არ იყოს... აი, სიბერეში დამტირებელი არ გეყოლება შენ, მაგ გაგებით ვინც ცხოვრობ, აი შენ, ვინც ხარ ახლა, ვინც ეგ იკადრე რა. და ერთს გეტყვი, რომ ყველა გურულს შეეხე მაგით, განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხე მაგით. ფუი, შენი დარჩენილი ცხოვრების რა ვთქვი მე და აი, ვინც მანდ ხართ და ვინც მაგას ტაშს უკრავთ. თქვენ ხართ სამარცხვინო, ნოლი ხალხი! ვინც ეგ იკადრეთ და ვინც მანდ იცინით და რაღაცას ღლიცინებთ. აი, სულით პატარები, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ. ფარჩაკები ხართ ცხოვრებით, აი ვინც ეგ იკადრეთ რა.

მეტის თქმა... აი, არ ვიცი რა უნდა გითხრათ. რა ვთქვა, არ ვიცი. სული ამეწვა ბიჭო, ნოდარ... რა ქენით ამით? რა ხელწერა გაქვთ? ხალხი ხედავს ამას, მარა რატო იუბედურებთ ასე ცხოვრებას? ეს რა არის, რა გაგებაა? რა ქენით ამით? ფუი თქვენი, ფარჩაკებო თქვენ! ყველა გურულს შეეხეთ მაგით, ერთი იცოდე შენ, ჯიგარო, მანდ რომ იგინები. ყველა გურულს შეეხე მაგით! ფუი შენი დარჩენილი ცხოვრების რა ვთქვი მე", - აცხადებს ჩხაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×