რეზონანსი
19.07.2026

კახეთში, სასტუმროში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებული 29 წლის გიორგი ჭიღლაძე სასამართლოს მოლოდინში იზოლატორში რჩება. მომხდარმა საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია. დაკავებულის ოჯახი და თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ დაპირისპირებას წინ უძღოდა რუსი ტურისტების მხრიდან ქორწილის სტუმრების მისამართით წყლის, ღვინისა და სხვა სითხეების გადმოსხმა, ასევე შეურაცხმყოფელი შეძახილები.

მათი თქმით, რუსი ტურისტები უკმაყოფილებას ქართული მუსიკისა და ცეკვის გამო გამოხატავდნენ, მოითხოვდნენ ხმაურის შეწყვეტას და, მათი ვერსიით, სიძე-პატარძალსაც აყენებდნენ შეურაცხყოფას. თვითმხილველები ასევე აცხადებენ, რომ ნომერში ასულ გიორგი ჭიღლაძეს იქ მყოფები ჩართული კამერებით დახვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჭიღლაძე დაკავებულია.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×