რეზონანსი
20.07.2026

კახეთში ქორწილის ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მამა საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

"ეს მამაკაცი ჩემი შვილია. ეს ჩემი შუათანა ვაჟის ქორწილში მოხდა. ამ ქალებმა რომლებიც მესამე სართულზე ბინადრობდნენ, ჩაშალეს მისი ქორწილი. სასტუმროს ღია სივრცეში გაშლილ სუფრებზე ზემოდან ჯერ წყალი გადმოგვისხეს, მერე აფურთხებდნენ, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად მაინც იგივე გააგრძელეს, ბოლოს კი შარდი გადმოგვასხეს. მერე მოხდა ის, რასაც ხედავთ. ავიდა ეს თქვენი "მამაკაცი" ზემოთ, ამათ ჯერ დაარტყეს, მერე ყელში სწვდნენ (აქ მის ყელზე და კისერზე ნაიარევს თქვენ რა თქმა უნდა ვერ ხედავთ, თუმცა რაღაც მომენტში ჩანს,თუ როგორ ჰკრავს ხელს ეს ქალი მას ეს მისი დარტყმების მხოლოდ ბოლო აკორდია). უბრალოდ ქართული ბედნიერი ოჯახის შექმნას, ბარაქიანი ქართული სუფრისა და ქართველების ბედნიერებას ვერ იტანენ და ბოღმით გაიბერენ მთვრალი რუსი დედაკაცები. 

ახლა, თუ მე ვცდები, მეც გამლანძღეთ, იმიტომ, რომ ჩემი შვილი და ჩემი გაზრდილია. ახლა, ქართული და ოჯახის სიწმინდის დაცვისათვის ჩემი გიორგი გურჯაანის იზოლატორში იმყოფება. იმედია, ყველაფერი დალაგდება" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჭიღლაძის მამა

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×