
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი დაკავებული არ არის, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებოთ მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.
"თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის გამოკითხვა. მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დაკავებული არ არის" - გვითხრეს შსს-ში.