რეზონანსი
20.07.2026

ადვოკატი ლაშა კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობდეს. მან გვიან ღამით, პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა.  უფლებადამცველი ამბობს, რომ მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი გუშინ მეორედ დაიბარეს გამოკითხვაზე. განყოფილებიდან გამოსვლის დროს, მოწმე ამბობდა, რომ ჩვენება მიცემული ჰქონდა უკვე და შეცვლას არ გეგმავდა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის განყოფილებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. 

"ალექსანდრე მრელაშვილი ამბობს ასეთ რაღაცას - სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოასხეს რაღაც სითხე, რომელიც დაესხა აპარატურას და დაზიანდა. ალექსანდრე მრელაშვილი დილის საათებში იმყოფებოდა გამოკითხვაზე, საღამოს საათებში, როცა განყოფილებასთან ვიმყოფებოდით, ალექსანდრე მრელაშვილი გამოვიდა განყოფილებიდან და განაცხადა ასეთი რაღაც, რომ მიცემული ჰქონდა ჩვენება და არაფრის შეცვლას არ აპირებდა, რაზეც პოლიციეები გამოეკიდნენ და ძალის გამოყენებით შეიყვანეს პოლიციის ადმინსიტაციულ შენობაში. მერე იქ რა მოხდა აღარ ვიცი, მოგვიანებით, ალექსანდრე მრელაშვილი გამოვიდა განყოფილებიდან ისე, რომ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, ჩქარი ნაბიჯებით წავიდა, ჩაჯდა მანქანაში  და წავიდა. 

ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან ჩვემთვის გაურკვეველია, თუ ერთხელ იქნა დაბარებული ალექსანდრე მრელაშვილი დილის საათებში გამოკითხვაზე, რატომ გახდა მისი ხელახლა გამოკითხვა საჭირო" - განუცხადა "ტვ პირველს" ადვოკატმა.  

ამასთან, ლაშა კაპანაძე იხსენებს, რა ხდებოდა ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის გამოკითხვის პარალალურად. მისი თქმით, განყოფილებაში მოიყვანეს დაზარალებული ქალიც, რომელიც ქართველ სამართალდამცავებს უყვიროდა. 

"ოთახიდან გამოდიოდა მისი ყვირილის ხმა - პერიოდულად ჩამოვდიოდი დაბლა, მთლიან ქუჩაზე ისმოდა მათი ყვირილის ხმა და ფაქტობრივად, დაამხეს თავზე აქაურიბა რუსებმა" - დასძინა იურისტმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება გუშინ დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×