რეზონანსი
20.07.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 925.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 876.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 20.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 9 049.1 მლნ. აშშ დოლარს, ზრდამ 0.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 172.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 659.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 527.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 496.7 მლნ. აშშ დოლარით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×