რეზონანსი
20.07.2026

 დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმ თავის პირველ გამოსვლაში, წლების მანძილზე არსებული არასტაბილურობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობა დადო.

მან ასევე განაცხადა, რომ გაგრძელდება უკრაინის მხარდაჭერა და გადაიდგმება ნაბიჯები ცხოვრების გაძვირების კრიზისის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახებს მძიმე ტვირთად დააწვა.

ბერნემმა ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა პოლიტიკისადმი ნდობის აღდგენას „იმედისა" და „ეროვნული განახლების" შეთავაზებით შეეცდება.

ბერნემმა ქვეყნის აღდგენის ათწლიანი გეგმის წარდგენა დააანონსა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთს ათწლეულების განმავლობაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვარდნისგან თავის დასაღწევად „გარდატეხის მომენტი" სჭირდება.

„ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია", - განაცხადა ბერნემმა მეფე ჩარლზ III-ის მიერ კირ სტარმერის შემცვლელად დამტკიცებისთანავე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×