რეზონანსი
20.07.2026

 უკ­რა­ი­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რის, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თე­ლავ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე რუსი ტუ­რის­ტი "პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ეძე­ბენ და არის რუ­სეთ­თან კო­ლა­ბო­რან­ტი".

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ჩა­მო­სუ­ლი მარ­ტო და­სას­ვე­ნებ­ლად, არა­მედ იმის­თვის, რომ ინ­ფორ­მა­ცია შე­აგ­რო­ვონ, რაც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს სჭირ­დე­ბა.

"სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტია, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ვგმობ ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მგო­ნია, რომ გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­თი­დან, ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. ქარ­თვე­ლის ოჯახ­ში ქორ­წი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა და ასე­თი რა­ღა­ცის პრო­ვო­ცი­რე­ბა და ჩაშ­ლა და­უშ­ვე­ბე­ლია. ასეთ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე უნდა რე­ა­გი­რებ­დეს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და სამ­წუ­ხა­როდ, თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბას უწევს თა­ვის დაც­ვა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. თუ ეს ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდა რამ­დე­ნი­მე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის ყუ­რა­დღე­ბა­ში, უნდა და­ე­დე­პორ­ტე­ბი­ნათ, აღარ შე­მო­ეშ­ვათ, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ვრცელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ეძე­ბენ და არის რუ­სეთ­თან კო­ლა­ბო­რან­ტი. ჯერ არ ვი­ცით, და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არის ამის თა­ო­ბა­ზე. თუ არის ეს ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში, რო­გორ კვეთს რვა­ჯერ სა­ზღვარს ისე, რომ უკ­რა­ი­ნის მხა­რემ არ იცის?", - აღ­ნიშ­ნავს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი არ ცდი­ლო­ბენ აღ­კვე­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში აგენ­ტუ­რის მუ­შა­ო­ბა.

ინ­ფილტრა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი არ ცდი­ლო­ბენ აღ­კვე­თონ აგენ­ტუ­რის მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ესაა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო. ეს არის ის შემ­თხვე­ვა და ფაქ­ტი, როცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს უწევს თა­ვის დაც­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­სუ­ლი არი­ან იმის­თვის, რომ მო­უ­წო­დონ პუ­ტინს, შე­მო­იყ­ვა­ნოს [ჯარი]. ასე­თი პრე­ცე­დენ­ტე­ბი რომ არ მოხ­დეს, ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან.

ე.წ. ტუ­რის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ არი­ან ჩა­მო­სუ­ლი მარ­ტო და­სას­ვე­ნებ­ლად და არი­ან ჩა­მო­სუ­ლი იმის­თვის, რომ ინ­ფორ­მა­ცია შე­აგ­რო­ვონ, ბევ­რი დე­ტა­ლი, რაც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს სჭირ­დე­ბა, თუნ­დაც ქარ­თუ­ლი მხა­რის და ქარ­თვე­ლე­ბის გან­წყო­ბა შე­ა­მოწ­მონ. ტუ­რის­ტებ­თან ერ­თად უდი­დე­სი ინ­ფილტრა­ცი­აა რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტე­ბის და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს პი­როვ­ნე­ბაც ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყოს", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×