რეზონანსი
21.07.2026

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო თბილსერვისის სამსახური, გამგეობები და ასევე საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით.

„ძლიერი წვიმა მოვიდა, მოკლე დროში ძალიან ბევრი ნალექი. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გაფუჭებულია კონკრეტული საგზაო მონაკვეთები. რაც შეეხება ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს, ყველგან მივალთ და ყველას დავეხმარებით, არცერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×