რეზონანსი
21.07.2026

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი ოქტომბერში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე და გეგმებთან დაკავშირებულ სხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პატელი, შესაძლოა, რუსეთს 14-15 ოქტომბერს ეწვიოს. ის ჯერ – მოსკოვში, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში ჩავა,  თუმცა, როგორც წყაროები აღნიშნავენ, შეიძლება, ვიზიტის გრაფიკი შეიცვალოს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ, სავარაუდოდ, პატელს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მიიღებენ. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ის ვლადიმერ პუტინს. როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ვიზიტთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიურომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, FBI-ს ხელმძღვანელის ვიზიტი ბოლოს რუსეთში 2013 წელს შედგა, როდესაც მოსკოვს ბიუროს მაშინდელი დირექტორი რობერტ მიულერი ეწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×