რეზონანსი
21.07.2026

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, დეივიდას მათულიონისმა განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მიმართ ენთუზიაზმი სუსტდება.

როგორც მათულიონისმა აღნიშნა, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე შეთანხმებამდე უნდა მივიდეს. მისი თქმით, რუსეთის მიმართ ახალ შეზღუდვებზე უარის თქმა შეცდომა იქნებოდა, ვინაიდან ზეწოლას შედეგი მოაქვს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან სწორედ ახლაა საჭირო სანქციების როგორც შენარჩუნება, ისე გაძლიერება. ნამდვილად ჩანს, რომ თვითონ რუსეთის პოზიციაში გარკვეული მერყეობა შეინიშნება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თუ დასავლეთს ნამდვილად სურს, აიძულოს რუსეთი დაიწყოს უკრაინასთან მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ, „მაშინ სანქციების გაძლიერების გარეშე, ამის მიღწევა გაგვიჭირდება“.

ევროკავშირი ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მსჯელობს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნების ჯგუფმა, რომელთა შორისაც არიან საბერძნეთი და ავსტრია, ამ პაკეტის მიმართ პრეტენზიები სხვადასხვა მიზეზით გამოთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×