რეზონანსი
21.07.2026

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა | ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას Dublin Live ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს.

"რატომღაც კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით წავედი, მაშინ როცა ჩვეულებრივ აღმოსავლეთ მხარეს მივდივარ ხოლმე. ჩემი ნავის მარცხენა ბორტთან, დაახლოებით 300 მეტრში, რაღაც შავი დავინახე. მეგონა, ტივტივა ან სელაპი იყო. მაგრამ მერე მოძრაობა დაიწყო. თავი გმირად არ მიმაჩნია. ჩემს ადგილას თითოეული ადამიანი ასე მოიქცეოდა“- ამბობს გიორგი ჯოლოგუა გამოცემასთან.

Dublin Live წერს, რომ გიორგი ჯოლოგუა ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელია და მას გმირობის სანაცვლოდ ირლანდიაში დარჩენის უფლება მიეცემა მის მეუღლესთან და ახალშობილ ქალიშვილთან ერთად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×