რეზონანსი
22.07.2026

ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2 კვირიანი პატიმრობა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც სანაია 14-დღიანი პატიმრობიდან გამოვამ თუ იმავეს გააგრძელებს, შესაძლოა, დღეებიდან თვეებზე ან წლებზეც კი გადავიდეს, ვინაიდან, ყველას მოუწევს, რომ საქართველოს და მის კანონებს პატივი სცეს.

"რომ გამოვა თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდხანს მიუსჯიან და თუ ძალიან „წარმატებული“ იქნება, შეიძლება დღეებიდან თვეებზეც გადავიდეს, შემდგომში კი წლებზე. გეუბნებით უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ ამ ქვეყანას და მის კანონებს პატივი სცეთ თქო, საკმაოდ მყარი საფუძველი გაქვთ, რომ ეს დაიჯეროთ და განსაკუთრებულად ურწმუნოებს წარმატებებს გისურვებთ ზაფხულის „პაესტკებში“ საკნისკენ," - წერს ლიზა გეგეჭკორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×