რეზონანსი
22.07.2026

ირანმა იორდანიის სამეფოს მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვა, აქედან 4 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს, - ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

იორდანიის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის წარმომადგენლის განცხადებით, „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის ტერიტორიიდან სამეფოს მიმართულებით გაშვებული 6 რაკეტა დააფიქსირეს და იორდანიის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე მათ წინააღმდეგ დაუყოვნებლივ იმოქმედეს’’.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი რაკეტა „დაუსახლებელ ადგილებში’’ ჩამოვარდა.

თავდასხმის შედეგად დაშავებულთა ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აფეთქებების ხმა ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილათში გაისმა, რომელიც იორდანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×