რეზონანსი
22.07.2026

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას მის შესახებ, რომ ის „სინქრონულად ეთამაშება ივანიშვილის სურვილებს“ სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეკა კვესიტაძე „საკუთარ სასოწარკვეთილებას ავლენს“ და ცდილობს, რომ აღნიშნული ამბიდან პირადი სარგებელი მიიღოს.

მისივე თქმით, კვესიტაძის ქცევა არაფრით განსხვავდება მმართველი პარტიის გუნდის წარმომადგენლების ქმედებებისგან.

„ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება აი ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენს, ეგებ ბიძინას სიშლეგეს რამე სათავისოდ გამოსტყუოს

უნიჭო პარაზიტი.

ეს კეკელა ვერც იმას ხვდება, რომ მე ჩემთვის საძულველი ფიგურების, ჩემი მტრების მიმართაც ზუსტად ისე ვიცავ წესებს და პროფესიულ ვალდებულებებს, როგორც მათ მიმართ, ვისაც პატივს ვცემ - ესაა ჩემი უპირატესობა და ეს მანიჭებს ძალას მათნაირ ჭიაღუებთან.

ეს კეკელა ვერც იმას ხვდება, რომ არაფრით განსხვავდება მათი საქციელი ქოცების საქციელისგან - მათ ჩემი დაჭერა არ შეუძლიათ, იმის გამო რომ სუნიან ჯაგებად ვთვლი და არ ვმალავ, თორემ რაც შეეძლოთ, ქნეს - საჯარო ინტერესების და პროფესიული ვალდებულებების სრული იგნორირებით, მათ მაყურებელს ჩემთან წვდომა შეუზღუდეს!

მოკლედ, ერთად გადაშენდებიან ესენი და ქოცები.

რადგან ზუსტად ერთნაირები არიან.“- წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×