რეზონანსი
22.07.2026

ჩხრეკა ორბანის პარტიის კომპიუტერული სერვერების განთავსების ცენტრში - "ფიდესში" აცხადებენ, რომ გამომძიებლები მათთან წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ და პარტიის საკომუნიკაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზების ამოღებას შეეცადნენ.

საკითხს აფასებს უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტი. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთში პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდა.

"ქვეყანაში აღარ არის დემოკრატია და აღარ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო. პოლიტიკური კონკურენცია შეზღუდულია, ხელისუფლება კი თავად წყვეტს, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ – არა. სამართლებრივი სახელმწიფოც გააუქმეს. დაანგრიეს ძალაუფლების შეკავებისა და გაწონასწორების ბერკეტები.

უნგრეთში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმი და "ფიდესი", როგორც ოპოზიციური პარტია, საკუთარ თავს სწორედ ამ რეჟიმის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

იძულებული ვართ, პრესკონფერენცია აქ გავმართოთ, რადგან ჩვენს შენობაში არაფერი მუშაობს. გუშინ პროკურატურამ ყველა დემოკრატიული ნორმისა და წესის უგულებელყოფით ჩვენი ყველა სერვერი წაიღო. შედეგად, შენობაში ინტერნეტი აღარ არის, მთელი ჩვენი სისტემა პარალიზებულია და გლობალურ ქსელს მოწყვეტილები ვართ", - აცხადებს ვიქტორ ორბანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×