რეზონანსი
22.07.2026

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ლოურენს ვონგი წერს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. გვქონდა კარგი საუბარი ვაჭრობის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებზე. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონულ და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველოდები სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – წერს სინგაპურის პრემიერ-მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×