რეზონანსი
22.07.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, სადაც სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრას გამართავს დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „სუსპილნე” თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აღინიშნება, ზელენსკიმ სენატორი გრემის დარკძალვის ცერემონიაზე მიიღო მოწვევა.

ვიზიტის საბოლოო გეგმა - შეხვედრებისა და მონაწილეების სიით - ასევე მისი ხანგრძლივობა ამ მომენტისთვის დადასტურებული არ არის.

წყაროების ცნობით, ამ მომენტისთვის განიხილება იმის საკითხი თუ ვინ უძელმძღვანელებს უკრაინულ დელეგაციას იმ შემთხვევაში თუ უკრაინის პრეზიდენტი ვერ შეძლებს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×