რეზონანსი
23.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვერაზე ჩადენილი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

"ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის" - წერს შსს-სთან დაკავშირებული გვერდი, ყველაფერი პოლიციის შესახებ.

რამდენიმე საათის წინ ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 1 ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×