რეზონანსი
23.07.2026

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და გუ­შინ თბი­ლი­სის ცენ­ტრში. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლია.

"მოყ­ვა­ნილ იქნა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მიერ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო" - გა­ნა­ცხა­და გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა.

თვითმხილ­ვე­ლი, ელე­ნე ქო­რი­ძე ამ­ბობს: "კაც­მა მან­ქა­ნა­ში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცე­ცხლი გა­უხ­სნა უბ­რა­ლოდ იმის გამო, რომ იცი­ნოდ­ნენ, შემ­დეგ კი შო­რი­ახ­ლოს მყოფ ქალ­საც ეს­რო­ლა".

ტვ "იმე­დის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელ­მა „და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცი­ე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია“.

წყარო: AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×