რეზონანსი
23.07.2026

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი თბილისში, ვერაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას მწვავედ აკრიტიკებს. მისი განცხადებით, „ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციეს“, ხოლო ხელისუფლების პროპაგანდაში ჩართული ყველა ადამიანი, პროფესიის მიუხედავად, პასუხისმგებელია შექმნილ რეალობაზე. 

ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად.

ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში.

კომუნისტების დროს კიდე იმალებოდა რას აკეთებდნენ, დღეს თქვენ ყველაზე მეტად ჩანხართ, -  წერს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×