რეზონანსი
23.07.2026

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი, მომღერალ, სტეფანე მღებრიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ “ ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია.”

ნიკოლეიშვილი  საზოგადოებას რიტორიკული კითხვით მიმართავს თუ სად იყო სტეფანე მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, რობაქიძესა და სხვა მრავალ ახალგაზრდას სიცოცხლე წაართვა. ის თავადვე სცემს კითხავს პასუხს და აცხადებს, რომ სტეფანე ამ დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და სააკაშვილის მხარდამჭერთათვის დასარიგებელ ფულს დაატარებდა. 

"აბა, თუ გახსოვთ, სად იყო სწიოპა როცა გირგვლიანი აწამეს და შემდეგ პოლიციელები შეიწყალეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს, როცა ნავთლუღში სამ აჭარელს სიცოცხლე ტყვიამფრქვევებით წაართვეს, როცა ციხეებში პატიმრები აწამეს და სულში ჩააფურთხეს, როცა ბიზნესი დააწიოკეს და ხალხი სახლებიდან გამოყარეს? სად იყო სწიოპა და სააკაშვილის და ნაცების უკანალში იყო თავით გარჭობილი და თრიაქით გაბრუებული, ჩანთით დაატარებდა ფულს, მისნაირი მიშარასტებისთვის დასარიგებლად…” - წერს ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×