რეზონანსი
23.07.2026

 თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის - გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი­სათ­ვის ქრთა­მის მი­ცე­მის, ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის, ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი ან­დრია ლი­ლუ­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ან­დრია ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ჩარ­თუ­ლი იყო თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მელ­თა მფარ­ვე­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მისი ნა­თე­სა­ვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მეშ­ვე­ო­ბით, რის სა­ნაც­ვლო­დაც გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ყო­ველ­თვი­უ­რად იღებ­და სო­ლი­დურ სარ­გე­ბელს. 2021-2022 წლებ­ში, თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ან­დრია ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ქრთა­მის სა­ხით მი­ი­ღო 1 365 000 აშშ დო­ლა­რი.

„სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მიზ­ნით, თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო შე­მო­სა­ვა­ლი, ასე­ვე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის თან­ხე­ბი, ან­დრია ლი­ლუ­აშ­ვილ­მა რო­გორც პი­რა­დად, ასე­ვე მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნა­თავ­სა სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, ინ­ვეს­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა მას­თან აფი­ლი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში და მრა­ვალ­ჯე­რა­დი ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბით, უკა­ნო­ნო შე­მო­სა­ვა­ლი მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის შე­სა­ძე­ნად.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, ან­დრია ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ ქრთა­მის მი­ცე­მის, ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის, ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. მას, სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­მო­ერ­თვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შე­მო­სავ­ლით შე­ძე­ნი­ლი, ასე­ვე მისი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, კერ­ძოდ: და­ახ­ლო­ე­ბით 35 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 70 ერ­თე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, 17 ერ­თე­უ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, 125 ერ­თე­უ­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ფერ­წე­რუ­ლი ტილო, ასე­ვე სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×