რეზონანსი
23.07.2026

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებისა და მათი იმპლემენტაციის საკითხს მიეძღვნა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გრანტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები და მათ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები გააცნო.

პრეზენტაციის შემდეგ ქართულმა მხარემ უპასუხა დიპლომატიური კორპუსის შეკითხვებს გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×