რეზონანსი
23.07.2026

"ვინმე ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოვეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს, ჩემზე კარგად იცის ანუ" - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ეს ადამიანები სათავისო ისტორიას წერენ და გვერდოთ სწორედ პუტჩისტებს უდგანან. გამსახურდია იმასაც აღნიშნავს, რომ სააკაშვილს, გიორგი ზერეკიძე, რომლის წინააღმდეგ მისმა "ტირანიის მანქანამ" სისასტიკე ჩაიდინა, ქვეყნის დამაქცევარი გამოჰყავს.

"ამძუვნებულ მიშას, გიორგი ზერეკიძე, მიშას ე.წ მართლმსაჯულების მსხვერპლი, კრიმინალი და ქვეყნის დამაქცევარი გამოჰყავს, რომლის წინააღმდეგაც, არნახული სისასტიკე ჩაიდინა მისმა ტირანიის მანქანამ. ხოლო ვინმე ე.წ. პოლიტიკური პატიმარი კიკნაძე, ჩვენი დიდი ოჯახის უახლოვეს ადამიანს, დიდ ნოდარ დუმბაძეს მამაჩემის მტრად მოიხსენიებს (ჩემზე კარგად იცის ანუ). ესენი ახალ, სათავისო ისტორიას

წერდნენ და წერენ  ეს მაოხრებელი გზირები, როდიდან ვიძახი. 

ისა, რურუები,ჭანკოტაძეები, კიკაბიძეები, ბარამიძეები, ღოღობერიძეები, ნაირა გელაშვილები და სხვა პუტჩისტები არ დაგეკარგოთ არსად. იქედნეს ნაშიერებო თქვენ" - წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×