რეზონანსი
24.07.2026

ტრაგედია დატრიალდა იმერეთში. უბედურ შემთხვევას 21 წლის დავით კიკვაძე ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი" ავ­რცე­ლებს. გამოცემის ცნობით, ტრა­გე­დია გუ­შინ, სამტრედიაში მოხ­და. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მიწამ დატვირთვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და 21 წლის დავით კიკვაძეს დაეცა. ახალგაზრდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებს... 21 წლის ვაჟკაცი დავკარგეთ. სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე", - ამბობს "მთავარი ამბების" წყარო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×