რეზონანსი
24.07.2026

რთულია ბრიუსელის მიერ გადადგმული ნაბიჯების არსის მოძებნა. ყულევის შემთხვევაში ვითარება მარტივია, ეს კერძო მფლობელობაში არსებული პორტია. აქ სახელმწიფოს არანაირი როლი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის ტერიტორიად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ქვეყანაში არანაირი სანქცირებული პროდუქცია არ შემოდის, არც სანქცირებული გემი.

„ის გემი, რომელიც სანქცირებული აღმოჩნდა, ეს იყო მას შემდეგ, რაც პორტში იმყოფებოდა, პორტში მას შემდეგ არ დაბრუნებულა. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არ არსებობს და იმედია, ეს ყველაფერი დროებითია. ექვსთვიანი ვადაა და იმედია, პორტის მფლობელები და ბრიუსელი გაერკვევიან ერთმანეთში. დარწმუნებული ვარ, სიიდან ამოღებული იქნება. ანუ სანქციების ქვეშ არ მოექცევა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვეა დასახელებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×