რეზონანსი
24.07.2026

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შვილ­მა მამა მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით, სო­ფელ ზემო ალ­ვან­ში მოხ­და.

არსებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია 70 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, ფი­ლი­პე ლა­გა­ზი­ძე. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, მოკ­ლუ­ლის ცოლი სამ­სა­ხურ­ში იყო, რო­დე­საც მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ავა­რი­უ­ლად გა­ი­თი­შა დენი. ის სახ­ლში მალე დაბ­რუნ­და და ქმა­რი სახ­ლში არ დახ­ვდა. შვილს ჰკი­თხა თუ სად იყო მა­მა­მი­სი, რა­ზეც შვილ­მა უპა­სუ­ხა რომ არ იცო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ფი­ლი­პე ლა­გა­ზი­ძე აღარ გა­მოჩ­ნდა, მისი ძებ­ნა ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა და­ი­წყეს. ძებ­ნი­სას სახ­ლის გვერ­დით, ხე­ხი­ლის ბარ­თან იპო­ვეს მა­მა­კა­ცი და­მარ­ხუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მამა-შვილს შო­რის ხში­რი იყო კონ­ფლიქ­ტი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის ბიჭს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მა­მის მი­მართ აგ­რე­სი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე მა­მას­თან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და, რის შემ­დე­გაც მას ბლაგ­ვი საგ­ნით მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა - შე­დე­გად, კაცი გარ­და­იც­ვა­ლა.

“ხში­რად ჩხუ­ბობ­დნენ. ეს კაცი ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი იყო და სულ მუ­შა­ობ­და. ამ­ბო­ბენ, ამ ბიჭს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვსო და ამი­ტომ იყო აგ­რე­სი­უ­ლიო. წუ­ხელ რა მოხ­და ზუს­ტად არ ვი­ცით, გა­ვი­გეთ რომ ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყა და მერე და­მარ­ხა", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

წყარო: Ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×