რეზონანსი
24.07.2026

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ევროკავშირის 14 თავდაცვით და ტექნოლოგიურ კომპანიას ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი შეუზღუდა. არსებული ინფორმაციით, პეკინმა ეს ნაბიჯი ევროკავშირის მიერ ჩინური და ჰონკონგური სუბიექტების წინააღმდეგ სანქციებს დაწესების საპასუხოდ მიიღო.

შეზღუდვების სიაში გერმანული თავდაცვითი გიგანტი Rheinmetall-ი, ჩეხური სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი Tatra და ნიდერლანდური საზღვაო-საინჟინრო კომპანია IHC Merwede მოხვდნენ. ჩინელ ექსპორტიორებს ამ საწარმოებისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდება აეკრძალათ, თუმცა განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ლიცენზიის გაცემა მაინც დაიშვება.

რაც შეეხება ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩინეთის საპასუხო ნაბიჯებს უძღოდა წინ, საუბარია ბრიუსელის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებულ 14 იურიდიულ პირზე, რომლებიც ჩინეთსა და ჰონკონგში არიან რეგისტრირებული.

ევროპული მხარის განმარტებით, ამ კომპანიების უმრავლესობა მაღალტექნოლოგიური კომპანიის სახელის საფარქვეშ, ლოგისტიკურ საქმიანობას ეწეოდა და რუსულ მხარეს დასავლური ტექნოლოგიების იმპორტში ეხმარება.

ცნობისთვის, ბოლო კვლევების თანახმად, რუსეთში მოხვედრილი სანქცირებული საქონლის 90%-მდე ქვეყანაში სწორედ ჩინეთის ტერიტორიის გავლით შედის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×