რეზონანსი
24.07.2026

ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს. ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სისტემა, შევქმენით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი – მთავრობის ხელშეწყობით, 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა, დასაქმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×