
მადრიდში ხანძარი მძვინვარებს - რეგიონული მთავრობის განცხადებით, ტყის ხანძრები უარყოფითად მოქმედებს ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების ჰაერის ხარისხზე და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა კვამლის მავნე ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ.
Comunidad de Madrid-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებს, ხანდაზმულებს, ორსულებსა და გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირებს.
უწყება მოსახლეობას ურჩევს, დაკეტონ კარ-ფანჯარა და საცხოვრებელი სახლების ყველა სავენტილაციო სისტემა, რათა თავიდან აიცილონ კვამლის შეღწევა.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ გარეთ გასვლისგან თავი უნდა შეიკავონ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებელობას არ მოითხოვს.